საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ისრაელის ცენტრი

 

მიზანია მოახდინოს ებრაულ-ქართული კულტურული ტრადიციების, ისტორიის, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მიღწევების წარმოჩენა.

ამ მიზნით ცენტრი აქტიურად მუშაობს, როგორც სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ასევე საგანმანათლებლო პროექტების სახით. ცენტრის ეგიდით გამოიცემა ყოველწლიური კრებული “კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები’’, 2017 წელს გამოიცა კრებულის XXXI ნომერი, რომელიც მიეძღვნა საქართველო-ისრაელის კულტურულ ურთიერთობებს უახლოეს მომავალში იგეგმება:

  • ისრაელისა და შეერთებული შტატების წამყვანი პროფესორების ვიზიტი თსუ-ში საჯარო ლექციების გასამართავად, რომელთა თემატიკა თანამედროვე ისრაელს შეეხება – 27 თებერვალი
  • პოლონეთის საელჩოსთან ერთად იგეგმება ერთობლივი პროექტის შემუშავება: “პოლონელი ებრაელები” XIX ს. საქართველოში, მაისი-ივნისი, პ/შ გ. ლორთქიფანიძე
  • მიმიდინარეობს “კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები”, XXXII სამეცნიერო კრებულის საიუბილეო ნაკვეთის მზადება და გამოცემა რომელიც თსუ 100 წლის იუბილეს ეძღვნება, პ/შ ასოც. პროფ. მ. მშვილდაძე; მკვლევარი დოქტ. ე. გეგეშიძე
  • საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივში და შსს არქივში ებრაელთა მასალების გამოვლენა და აღრიცხვა, პუბლიკაციების მომზადება, პ/შ დოქტ. ე. გეგეშიძე, დოქტ. ი. ოფირი, ლაბ. ხ. ცეცხლაძე, ლაბ. მ. ლომთათიძე
  • სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა, პ/შ გ. ლორთქიფანიძე, მკვლევარი დოქტ. ე. გეგეშიძე, დოქტ. ი. ოფირი
  • საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ებრაული ხელნაწერების გამოვლენა და კატალოგის შედგენა, პ/შ გ. ლორთქიფანიძე, დოქტ. ე. გეგეშიძე, დოქტ. ი. ოფირი
  • ებრაული წიგნების გამოფენის ორგანიზაცია თსუ ბიბლიოთეკაში /ებრაულ სათემო სახლთან თანამშრომლობით/, პ/შ ე. გეგეშიძე, ი. ოფირი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფ. გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავად საიუბილეო ბუკლეტის მომზადება 14 სექტემბრისათვის, პშმ დოქტ. ე. გეგეშიძე პროფ. მ. მშვილდაძესთან ერთად
  • შეხვედრა თსუ ებრაული ეროვნების სტუდენტებთან, 2018 წლის ოქტომბერი, პ/შ გ. ლორთქიფანიძე, ე. გეგეშიძე, ხ. ცეცხლაძე, ი. ოფირი უახლოეს მომავალში ისრაელის ცენტრი ფართოდ გაშლის მუშაობას ებრაულ თემთან აღნიშნული ღონისძიებების ჩასატარებლად. გაზ. “მენორაში” დაიბეჭდება ქართველი ებრაელებისადმი მიძღვნილი წერილები.